74,99 €
inkl. MwSt.
Versandkostenfrei*
Versandfertig in über 4 Wochen
  • Broschiertes Buch

ჩატარებული სამუშაოს შედეგად, მიღებულია მანგანუმშემცველი მასალები სასარგებლო ნივთიერების მაღალი შემცველობით. მანგანუმის შემცველი მიკროსასუქების მისაღებად გამოყენებული მასალების და შესაბამისი კაზმების თერმული დამუშავებისას, მათი მოსალოდნელი ქცევის შესასწავლად, გამოყენებული იქნა დიფერენციალურ-თერმული, რენტგენოფაზური და სხვა კვლევის მეთოდები. ყველა მასალისათვის შესწავლილი იქნა ხსნადობისადმი მიდრეკილება, ხოლო მანგანუმშემცველი მასალებისათვის (მადნის კონცენტრატი, შლამი, დიოქსიდი) დამატებით დადგინდა ხსნადობის კინეტიკა და ხსნარების სპექტრული ანალიზით მათში წყალხსნადი მანგანუმის არსებობის შესაძლებლობა.…mehr

Produktbeschreibung
ჩატარებული სამუშაოს შედეგად, მიღებულია მანგანუმშემცველი მასალები სასარგებლო ნივთიერების მაღალი შემცველობით. მანგანუმის შემცველი მიკროსასუქების მისაღებად გამოყენებული მასალების და შესაბამისი კაზმების თერმული დამუშავებისას, მათი მოსალოდნელი ქცევის შესასწავლად, გამოყენებული იქნა დიფერენციალურ-თერმული, რენტგენოფაზური და სხვა კვლევის მეთოდები. ყველა მასალისათვის შესწავლილი იქნა ხსნადობისადმი მიდრეკილება, ხოლო მანგანუმშემცველი მასალებისათვის (მადნის კონცენტრატი, შლამი, დიოქსიდი) დამატებით დადგინდა ხსნადობის კინეტიკა და ხსნარების სპექტრული ანალიზით მათში წყალხსნადი მანგანუმის არსებობის შესაძლებლობა. დადგინდა, რომ მანგანუმშემცველი მასალების თერმოდამუშავებისას მოსალოდნელ ფაზური შედგენილობის ცვლას შეუძლია განსაზღვროს მასალათა ხსნადობისადმი მიდრეკილება. ერთ-ერთი წამყვანი MnO2-NH4NO3 მოდელური სისტემისათვის განხორციელდა მასში მოსალოდნელ ქიმიურ რეაქციათა თერმოდინამიკური შეფასება ჯიფსის თავისუფალი ენერგიის მინიმიზაციის მეთოდებით და განისაზღვრა რეაქციათა კინეტიკა.აგრეთვე აღსანიშნავია, რომ დამუშავებულია მანგანუმშემცველი მიკროსასუქის წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიურ ოპერაციათა თამნიმდევრობის სქემა.